19 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა მოქცეული ბაღი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაათვალიერა

სოფელ ხურვალეთში, იმ ადგილზე, სადაც ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს და ადგილობრივი მოსახლის ბაღი საოკუპაციო ზოლს მიღმა მოაქციეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მივიდნენ.

ქუჯოშვილების ბაღი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქუჯოშვილების ბაღში მავთულხლართების გავლება გუშინ გააგრძელეს. მანამდე კი მათ მეზობლად, ბატონისაშვილების ბაღის გავლით ქუჯაშვილების ბაღში მისასვლელი გზა გაკაფეს.

ოკუპანტებმა ჯუკაანთ კარისკენ მიმავალი გზის 50 მეტრი მიისაკუთრეს, ქუჯაშვილების ბაღი კი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები