19 დეკემბერი 2024,   11:19
ვრცლად
კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა გეგიძეს და ეკა ბესელიას ბოდიშები უხადა - დავით ჭიჭინაძე

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა გეგიძეს და ეკა ბესელიას ბოდიშები უხადა - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

"ქართული ოცნებიდან" გარიცხულმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, რომ მან თქვას, რა მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე. ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ განმარტოს, თუ რატომ მოუხადა ბოდიში მან თანაგუნდელებს.

"ჟურნალისტებს მინდა მოგიწოდოთ, ერთი ჰკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე ბოდიშები რატომ ახდევინეს ამ ადამიანს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების. ადამიანი, რომელიც ბოდიშებს უხდის სათითაოდ თავისი გავლილი ცხოვრების გამო პარლამენტში, უკვე ორი ბოდიში მოიხადა და, ალბათ, კიდევ ბევრს მოიხდის და მაგიტომ გავაკეთე მე განცხადება, რომ საერთოდ, დიდი თმენის ვალდებულება გაგვაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენ შორის იყო დაპირისპირება, რომ ეს ადამიანი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის საქართველოს სირცხვილი ზოგადად... აი, კობახიძე, ვინც გყავთ ფლიდი და ბოდიშების მხდელი ადამიანი, უვარგისი, უღირსი,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიასთვის მიუღებელია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებოდეს. კაკულია მოუწოდებს პროკურატურას, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს.

„რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი პროკურატურა ვერ შეძლებს, ღირსეული პასუხი გასცეს ამ კონკრეტულ სიბინძურეს, ძალიან ცოტა რჩება ლეგიტიმური შანსი იმის, რომ თანამონაწილე და ასოცირებული იყო იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც არ შეუძლია, ადეკვატური პასუხი გასცეს ასეთ უმსგავსობას და საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელ საქციელს,“ - განაცხადა კაკულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები