ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დიდი დიღმის გადასახვევთან ველოსიპედით მიმავალი მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა. 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.