19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ბესელიას ვკითხავ, რა იგულისხმა ამ ყველაფერში - კობახიძე ბესელიას სკანდალურ წერილს ეხმაურება

მე პირადად ვკითხავ ეკა ბესელიას რა იგულისხმა - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სკანდალურ წერილს, სადაც დეპუტატმა მასთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს ბრძოლას საჯაროდ გამოუცხადა.

ბესელია პირდაპირ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელება სწორედ ქართული ოცნების რიგებიდანაა ორკესტრირებული.

ირაკლი კობახიძე კი განმარტებებს ბესელიასგან ითხოვს. მისი თქმით, დეპუტატმა უნდა თქვას თუ კონკრეტულად ვინმეზე აქვს ეჭვი.

„პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის გავრცელება არის ამორალური და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებთან, მაქსიმალურად ჩაჰყვნენ ამ საქმეს, მით უმეტეს საქმე ეხება პარლამენტის წევრს ამიტომ, მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

„რაც შეეხება ეკა ბესელიას, უნდა ვკითხოთ რას გულისხმობდა, მეც ვკითხავ რა იგულისხმა ამ ყველაფერში და ბუნებრივ გვექნება რეაგირება, თუ რაიმე ეჭვი აქვს კონკრეტული ქალბატონ ბესელიას ამაზეც უნდა გვქონდეს რეაგირება,“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძის განცხადებას, სადაც მან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ბრალი პარლამენტის თავმჯდომარეს დასდო, კობახიძე, ჭიჭინაძის ბრალდებას არ პასუხობს და აცხადებს,რომ ის გუნდის წევრი არ არის. 

დღის ამბები