07 მაისი 2024,   20:24
ვრცლად
ბიძაშვილის ბინაში დარეგისტრირებული კომპანია, რომელმაც 1-მილიონიანი ტენდერი მოიგო - რუსულ თაფლს შსს-თვის "ვითი" შეისყიდის

74 ტონა რუსული თაფლი სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის -შსს-ს ტენდერი კომპანია ვითიმ მოიგო, მისი დამფუძნებელი კი იუზა ჯოგლიძეა. სწორედ ვითიმ უნდა შეისყიდოს, სატენდერო პირობების თანახმად, თაფლი რუსეთიდან და შსს-ს შესაბამის სამსახურებს მიაწოდოს. ამისთვის კი უწყება 1 მლნ ლარს გადაიხდის. 

კომპანიის დამფუძნებელმა რუსთავი2-თან საუბარი არ ისურვა. შპს იუზა ჯოგლიძეს დარეგისტრირებული აქვს  ბიძაშვილის ბინაზე, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. არადა, კომპანია ვითის, სატენდერო პირობების მიხედვით, ნახევარმილიონიანი ბრუნვა უნდა ჰქონოდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია თაფლს სრულად შემოიტანს რუსეთიდან. რაც შეეხება იმ კომპანიას, ვისგანაც უნდა შეიძინოს რუსეთში შპს ვითიმ თაფლი, ისინი ადასტურებენ თანამშრომლობენ შსს-თან.

„თაფლს რუსეთიდან ეტაპობრივად შემოვიტანთ. პირადად შევხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯოგლიძეს. როდესაც მოიგეს ტენდერი, ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ყველაფერი მოვილაპარაკეთ. კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია. ვერ გეტყვით, რა რაოდენობით მოვამარაგებთ და ფასსაც ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ,“ - განაცხადა შპს პარიტეტის  დირექტორმა, ნიკიტა ლისენკომ

დღის ამბები