23 დეკემბერი 2024,   18:16
ვრცლად
საარჩევნო სისტემის ცვლილება - ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ოპოზიციური სპექტრი საერთო მოთხოვნით ერთიანდება. პარტიები ამ წუთებში ერთობლივ მემორანდუმს აფორმებენ. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. ოპოზიცია ითხოვს, რომ სრულად პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წელსვე ჩატარდეს.

ერთი იდეის გარშემო 25 პარტია გაერთიანდა. განცადება საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 „25 პარტია შეიკრიბა ამ მაგიდის გარშემო, ერთი დეით გაერთიანებული, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული... განვლილმა სარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა,. რომ ყველაზე ქმედითი, საჭირო, ეფექტური ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, არის პირდაპირი კონტაქტი. არავითარი პოსტერების ფერი, არავიტარი ლოზუნგები არ მოქმედებს. მოქალაქეებს უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამას ვიწყებთ ძალიან მალე, სადღაც თებერვლამდეც ვიწყებთ. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ყველა ლიდერთან, შემოგვიერთდით. ჩვენ ამ ფორმატში უნდა შევიკრიბოთ,“ ავიღოთ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი და გავიყოთ, მოვილაპარაკოთ, ვინ სად იმოძრავებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, პარლამენტში მომხსენებლები იქნებიან მამუკა კაციტაძე და ალექსანდრე ბარამიძე იქნებიან.

„დღეს, 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგონოთ აქამდე ვერშესმენადი ხელისუფლებისთვის ხმა ხელისუფლებას. 73-ვე მუნიციპალიტეტიდან უნდა გაიგოს ხმა ხელისუფლებამ ჩვენი ამომრჩევლებისა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება არის სიმახინჯე,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საგანგებო ბრიფინგზე ალექსანდრე ბარამიძემ მოსახლეობას დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ხელმოწერები შეგროვდეს და საარჩევნო სისტემა გახდეს დემოკრატიული. ის იმედოვნებს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის გვერდით იქნება სამოქალაქო სპექტრი და საერთაშორისო საზოგადოება.

საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ისაუბრა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მილიონზე მეტ ხელმოწერას შეაგროვებს და ხელისუფლებას მოუწევს, მილიონ ადამიანს მოუსმინოს.

დღის ამბები