23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
საპატრულო პოლიციას მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.

მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.


შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

დღის ამბები