18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
"ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციაში იბარებენ, მუქარის შემცველი მოპყრობაც დაფიქსირდა“ - EMC

პანკისის მოსახლეობა პოლიციას ტერორში ადანაშაულებს.  EMC-ს დასკვნით, საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოიყენა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორისთვის გაუგებარია რატომ ერევა ჰესების მშენებლობისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გარკვევის პროცესში შს სამინისტრო, როცა ეს მისი ფუნქცია არ არის.

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ გახარიას უწყებამ ამ საკითხში ხალხსა და სახელმწიფოს შორის, მედიატორის ფუნქცია იტვირთა, რაც მიუღებელია.  

„ვხედავთ,რომ ამ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს ნაცვლად მონაწილებს შს სამინისტრო, რომელიც რატომღაც მედიაციის როლს კისრულობს. მეტიც, ის აქტივისტები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ და პროტესტს გამოხატავენ ჰესების მშენებლობის გამო,  ხდება მათი დაბარება პოლიციაში ზოგიერთ შემთხვევაში მუქარის შემცველი მოპყრობაც დაფიქსირდა,“-აცხადებს მიქელაძე.

მისივე ინფორმაციით. ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით,  ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ დასკვნები ისე გაიცა, რომ ბაზისური კვლევები არ ჩატარებულა, რომელსაც ის რისკები უნდა დაედგინა, რაც ჰესების მშენებლობას უკავშირება.

დღის ამბები