18 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"საქართველოს საზღვრებს ვერავინ ვერ შეცვლის" - დავით სერგეენკო ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე ოკუპირებული ცხინვალის განცხადებას ეხმაურება

მოსკოვის ახალი პროვოკაცია და დიმიტრი მედოევის სკანდალური განცხადება - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები: თრუსოს, კობისა და გუდოს ხეობებები ეგრეთწოდებულ "აღმოსავლეთ ოსეთს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება."

ოკუპირებული რეჟიმის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო ამბობს რომ ვერავინ საქართველოს საზღვრებს ვერ შეცვლის.

„ვინც რა განცხადება არ უნდა გააკეთოს ქვეყნის ისტორიას და მსოფლიოს ისტორიას ვერავინ ვერ შეცვლის.  ისევე როგორც ვერავინ ვერ შეცვლის საქართველოს საზღვრებს, რომელიც ერთიანია“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები