18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბარს დღეს აპირებს, - ამის შესახებ დეპუტატმა „კურიერს“ განუცხადა.

ბესელიას „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, დღეს პარლამენტში საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს.

მას არ დაუკონკრეტებია რა დროს გამართავს ბრიფინგს.

ეკა ბესელია გუნდის წევრებს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის გამო დაუპირისპირდა. ის იურიდიულ საკითხის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პროტესტის ნიშნად გადადგა. „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ წერილში უმრავლესობის დეპუტატი მკაცრად გააკრიტიკა და გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღის წინ კი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ ფაქტს დეპუტატი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით იბრძვიან, რაზეც ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს.

დღის ამბები