23 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7 მამაკაცი - შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგა კირკიტაძე აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული. მისი განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, შვიდი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამათბობლის ექსპლუატაციის წესების  დარღვევა გახდა.

„სავარაუდოდ, ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილია 7 ადამიანი. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პრიმა მუხლით,  რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, დამატებით ინფორმაციას შს სამინისტრო მოგვიანებით მოგაწვდით. სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების დარღვევით იქნენ გარდაცვლილი ეს ადამიანები“-ამბობს გაგა კირკიტაძე.

ქეთევან წამებული ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები