18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება" - სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი მხუთავი აირით, CO-თი ინტოქსიკაციაა.

დავით სერგეენკოს თქმით, ადგილზე მყოფი, შვიდივე ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია, დაშავებულთა შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.

„წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO გარდაცვალება, ადგილზე უკვე დეტალურად მიმდინარეობს გამოძიება და იმედია მალე გვქნება შედეგები, თუმცა შვიდი ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულებზე ინფორმაცია არ მაქვს, დაშავებულები არ არიან, “-ამბობს დავით სერგეენკო.

ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედრები ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთში უნდა გადაასვენონ.

დღის ამბები