18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ის კომპანია, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე მას ყველაფერი - დაძაბული საუბარი კალაძესა და ელისაშვილს შორის

ქეთევან წამებულის 67 ნომერში კახა კალაძე მივიდა. ადგილზე იმყოფება ალეკო ელისაშვილიც, რომელსაც მერთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.  

„ის კომპანია, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე მას ყველაფერი,“-მიმართა ელისაშვილმა კალაძეს.

მისივე თქმით, "ყაზტრანსგაზის" გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია და მკვლელია და ის უნდა გადადგეს.

ბინაში, სადაც ქირით 7 მამაკაცი ცხოვრობდა, სავარაუდოდ, CO-მ გაჟონა. გარდაცვლილები 2 საათის წინ იპოვეს. ყველა მათგანი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

დღის ამბები