22 დეკემბერი 2024,   08:14
ვრცლად
გამიჭირდება ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი - კალაძე CO-ს გაჟონვით 7 ადამიანის გარდაცვალებას ეხმაურება

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სადაც, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისის მერი იმყოფება.

კახა კალაძე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე ვერავის აკისრებს და აცხადებს, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

„მე გამიჭირდება ეხლა ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა,“ - ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრების კუთხით, შესაძლოა, შემოიღონ დეტექტორები, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.

„საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი,“ - ამბობს კალაძე. 

დღის ამბები