17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
უბედური შემთხვევა რუსთავში - არსებული ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

რუსთავში დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი, მანუჩარ მაჩაიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით,  დაცვის პოლიციის თანამშრომელი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც ის რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო მივიდა. ინციდენტში მონაწილე პირების გაშველების დროს მანუჩარ მაჩაიძე შეუძლოდ გახდა. 

ახალგაზრდა მამაკაცს გული გაუჩერდა, ის კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გუშინ 37 წლის მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე, სადაც დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა, მანუჩარ მაჩაიძე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და თავად ითხოვა სასწრაფოს გამოძახება.

დღის ამბები