19 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
"მორალური ტერორის დაუშვებელი ფორმა" - ბესელია კადრების გამავრცელებლების დამკვეთთა გამოვლენასა და დასჯას ითხოვს

საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში - ეკა ბესელია გამავრცელებლებთან ერთად გამოძიებას სთხოვს, დაადგინოს ვინ დაუკვეთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ იმ პირის ან პირების დადგენა-დაკავებაა მთავარი ვინც ამ კადრების გავრცელების ინიციატორი იყო.

მმართველი პარტიის დეპუტატი ამბობს, რომ კადრები უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება და შესაბამის სამსახურებს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

ბესელია ამბობს,რომ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არის ფსიქოლოგიური და მორალური ტერორის დაუშვებელი ფორმა,-ამიტომაც, მისი განცხადებით, აუცილებელია დროული რეაგირება მოხდეს.

„საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. ამაზე დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს, თუმცა, ეს რიცხვი როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. მე ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, იმიტომ რომ მთავარია გარდა გამავრცელებელი პირებისა , რომლებიც ასევე პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ანუ, ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების და ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. მე ველოდები გამოძიებისგან ამ პასუხს“-აცხადებს ბესელია.  

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელების ინიციატორის მიზანი მისი განეიტრალებაა, თუმცა, როგორც ამბობს, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული“-აცხადებს ბესელია.

დღის ამბები