17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
აქცია თელავში - მოსახლეობა იანვრის თვეში ბუნებრივ აირზე დარიცხულ მაღალ გადასახდს აპროტესტებს

თელავის მოსახლეობა იანვრის თვეში ბუნებრივ აირზე დარიცხულ მაღალ გადასახდს აპროტესტებს. ადგილობრივების ნაწილი "თელავგაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

მათი თქმით, ბუნებრივი აირის დანახარჯი გასული თვეებისგან განსხვავებულია და ის ხშირ შემთხვევაში 100 ლარს აღწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. 

აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობას დავალიანებების დასაბუთებას და მათ ჩამოწერას სთხოვენ.

ადგილობრივების პრეტენზიას "თელავგაზში" უპასუხეს.

დღის ამბები