17 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
„საქართველო არის ლიდერი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით" - მამუკა ბახტაძე

„საქართველო არის ლიდერი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო არის ლიდერი საინვესტიციო შესაძლებლობების მხრიდან,“- ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძე NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობას მიაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციაა. პრემიერის თქმით, ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს.

„გასულ წელს საქართველო დაწინაურდა ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში მმართველობის ეფექტურობის თვალსაზრისით და დაბალი კორუფციის რისკის თვალსაზრისით. ეს არის კონკრეტული ფაქტები. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება ჩვენს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. რა თქმა უნდა, აღქმადობა არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს ზრუნვის საგანი ჩვენი ხელისუფლების და ეს ნამდვილად ასე გახლავთ. მცირე მთავრობის კონცეფციის წარდგენისას მე გავაჟღერე ეს საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალიან გამჭვირვალე და ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ეს არის უზრუნველყოფილი და ეს კიდევ უფრო ერთად ძლიერდება. საქართველო არის ლიდერი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო არის ლიდერი საინვესტიციო შესაძლებლობების მხრიდან. ქვეყანა ვერ იქნება ლიდერი, რომელსაც აქვს ის რისკები და პრობლემები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. ამას ავხსნი იმი, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა და მეტი კომუნიკაცია. არასდროს არ არსებობს ისეთი მაღალი თამასა, რომელსაც უფრო მაღლა ვერ ასწევ,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები