20 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
წყალში ჩაძირული გვირაბები - ჯაპანა-გრიგოლეთის ავტობანის ქვეშ გამავალი თითქმის ყველა სახიდე გადასასველელი დაზიანებულია

წყალში ჩაძირული გვირაბები - ჯაპანა-გრიგოლეთის ავტობანის ქვეშ გამავალი თითქმის ყველა სახიდე გადასასველელი დაზიანებულია.  პროექტზე ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ შესაბამისად ვერ განხორციელდა.

მაგისტრალის ქვეშ გასასვლელით მოქალაქეების ვეღარ სარგებლობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა ჭაობიან ნიადაგზე დაიწყო.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია სოფელ ჭყონაგორას მოსახლეობა. გვირაბს ხალხი სახნავ-სათეს მიწებზე მოსახვედრად იყენებდა. დაწეული ხიდების ქვეშ წარმოქმნილ ღრმულებში წყალი მუდმივად გროვდება, ამიტომ გლეხები პირუტყვსაც ვეღარ უშვებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ყველა გვირაბი, რომელიც აღნიშნულ 35-კილომეტრიან მონაკვეთზეა, დასაშლელი და ხელახლა გასაკეთებელია. ბეტონის კონსტრუქციები დაბზარული და გაღუნულია.

დაბზარულ გვირაბებზე და ჩამოწეულ ავტობანზე პასუხისმგებლობას, ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო კომპანიას არ აკისრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გზის ასაშენებლად სახელმწიფომ ფირმას ათობით მილიონი ლარი გადაუხადა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი გეოლოგიური პროცესების ბრალია. სამინისტრო მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ფულს თავიდან დახარჯავს.

ჯაპანა-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის დასაფინანსებლად 350 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური გრანტი გამოიყო. სამუშაოებს ჩინური კომპანიის წარმომადგენელები ასრულებენ.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი, ლადო მენაბდე, ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები