20 მაისი 2024,   02:15
ვრცლად
ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმი ავლაბრის რეზიდენციაში - უმრავლესობა ახალ ინიციატივაზე მსჯელობს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი გაიხსნას. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 

მდინარაძის თქმით, პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია იყო. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 

საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, სპეციალურ კომისიასთან ერთად მიიღებს, რომელიც საგანგებოდ იქმნება იმისთვის, რომ ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ფუნქცია განსაზღვროს. 

“ერთ-ერთი საკითხი იყო განსახილველი პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, რომელთა დაკავშირებითაც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეხვდება სხვადსხვა წარმომადგენლებს, სხვადსხვა სოციალურ ჯგუფებს და უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ მხოლოდ და მხოლოდ, რომელსაც მე პირადად აბსოლუტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და შემიძლია თანა ავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემ კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები