19 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი - ენმ თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"" ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

საკრებულოს ოპოზიციამ უკვე მოამზადა სარჩელი, რომელსაც მთავარ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ვაკის შუაგულში, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1500-ზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას.

მერიამ გასული წლის ბოლოს ჯერ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა, ორ დღეში კი კახა კალაძემ განკარგულება გამოსცა და ტერიტორიის გადაცემის პროცესი დაიწყო.

„ამ მაფიოზური სქემის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც თბილისის მერი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა, ასევე რამდენიმე ის მაღალჩინოსანი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. შესაბამისად ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მიიღო ამ უკანონობაში მონაწილეობა და ასევე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ფიქტიურ გარიგებაშია მხილებული. ჩვენ მზად გვაქვს დოკუმენტები პროკურატურაში შესატანად, რომ აღიძრას საქმე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და სახელმწიფო ქონების მითვისება გაფლანგვაზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები