19 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
ვაჭრობა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით - Commersant-ის ინფორმაციით, თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები დასრულდა 

თბილისმა და მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ვაჭრობის პროცედურებთან დაკავშირებით მუშაობა დაასრულა - ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.

"თუმცა ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ტერიტორიებზე, რომლიც რუსეთის მიერ დამოუკიდებელი რესპუბლიკებად არის აღიარებული, ხოლო საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს, ტვირთმა რეალურად დაიწყოს მოძრაობა,"-წერია პუბლიკაციაში.

კომერსანტის მტკიცებით, შვეიცარულმა კომპანიამ, უკვე მიიღო მუშაობის დაწყებისთვის საჭირო თანხა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა 6 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება.

​​

დღის ამბები