16 ივნისი 2024,   04:34
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლის ეზოში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

შეერთებულ შტატებში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. მცირე ზომის თვითმფრინავი კალიფორნიის შტატში, ერთ-ერთ ქალაქში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.

დაიღუპა 2 ადამიანი, 2 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია თვითმფრინავის პილოტისა და ბორტზე მყოფი რამდენიმე მგზავრის ბედი.

კატასტროფის შედეგად სახლს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

დღის ამბები