16 ივნისი 2024,   05:36
ვრცლად
ისტორიული ვიზიტი - რომის პაპი გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა. პაპი ფრანცისკე პირველი პანტიფიკოსია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულს ეწვია. მას აეროპორტში აბუ დაბის მემკვიდრე პრინცი შეხვდა.

სამდღიანი ვიზიტის დროს, პაპი მუსლიმ ლიდერებს შეხვდება. ასევე გამართავს მესას აბუ დაბის სტადიონზე, სადაც 120.000-ზე მეტ კათოლიკე მორწმუნეს ელოდებიან.

ის გლობალური კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც რელიგიური ლიდერები მთელი მსოფლიოდან არიან მიწვეულნი. რომის პაპის განცხადებით, მისის ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა რელიგიებს შორის ურთიერთობების ისტორიაში ახალი გვერდი დაიწეროს.

დღის ამბები