16 ივნისი 2024,   01:56
ვრცლად
ათი ტონა კოკაინი გემის ბორტზე - კაბო-ვერდეს პოლიციამ რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა

კაბო-ვერდეს პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ამოღებული 10 ტონა კოკაინი გაანადგურა. რუსეთს 11 მოქალაქეს კი, რომლებსაც ბრალად ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდა ედებათ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კოკაინი დიდი რაოდენობა სამართალდამცველებმა ქვეყნის დედაქალაქის პორტში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე აღმოაჩინეს. პოლიციამ ეკიპაჟის 11-ვე წევრი დააკავა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების ღირებულება შავ ბაზარზე მილიარდ-ნახევარ დოლარს აღემატებოდა.

დღის ამბები