16 ივნისი 2024,   01:02
ვრცლად
წყალდიდობა ავსტრალიაში - დაზიანებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი

ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად წყლის დონემ მოიმატა ქვეყნის სანაპიროზე. უკვე დაიტბორა რამდენიმე დასახლება. წყალდიდობამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

დაზარალებულ დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფარში უკვე გადაყვანილია 1000-ზე მეტი ოჯახი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს წყლის დონე კიდევ 10 სანტიმეტრით მოიმატებს.

დღის ამბები