19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში -ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში - არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ მე-11 კლასელს შორის შესვენებისას მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან. სკოლაში გამომძიებელიც მივიდა. 

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული. 

"ერთ გაეხუმრა მეორეს, მეორე ამბობს,რ ომ ვერ გაიგო ეს ხუმრობა და ამაზე მომენტალურად წაკამათდნენ და პრევენციის მიზნით ჩვენ ყოველთვის ვიძახებთ პოლიციას. თვითონ ამბობენ, რომ ხუმრობის გამოო. გაკაწრულები იყვნენ. სათვალეზე აქვს მოხვედრილი ხელი და სათვალით აქვს ეს გაკაწრული,"-აცხადებს 61-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მადინა ბაღდავაძე. 

დღის ამბები