19 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
საუკუნის სკანდალური საქმე და პროტესტი საპატრიარქოსთან - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი სინოდისგან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

ე.წ. ციანიდის საქმე და წმინდა სინოდის დუმილი ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე - დღეიდან მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მეორე წელია „ციანიდის საქმეზე“ წმინდა სინოდისგან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას უშედეგოდ ელოდება.

სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულად ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზის ოჯახს არ უნდოდა საპროტესტო აქციების მოწყობა, თუმცა მათ სხვა გზა აღარ დარჩათ.

„ამ ორი წლის მანძილზე ვცდილობდი კომუნიკაცია დამემყარებინა საპატრიარქოსთან და მიმეღწია იმ ნაბიჯებს,რ ა ნაბიჯებიც ჩემი ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. პლუს ამას მატ სჯერათ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, არაერთხელ უთქვამთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თავად პატრიარქსაც, თავად მეუფე შიოსაც, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა და მათ არ სჯერათ, რომ ჩემს ძმას არავის მოკვლა არ უნდოდა.

ელემენტარულად ზიარებას ვითხოვდით,დაგვირეკეს და გვითხრეს მეუფე დიმიტრის წარმომადგენლებმა,რომ ვაზიარებთ შობამდეო, მაგრამ შემდეგ რაღაცეები შეცვალეს და ასე რომ ვთქვათ, გვეთამაშებიან. აქედან გამომდინარე, ოჯახი გამოვალთ საპატრიარქოსთან და დავიწყებთ აქციებს,“-ამბობს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.

საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან დღეს 15:00 საათზე დაიწყება. 

დღის ამბები