19 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა

წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა. დაზიანებულია ადგილზე დამონტაჟებული ფულის ჩასარიცხი აპარატიც.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

 

 

დღის ამბები