16 ივნისი 2024,   04:18
ვრცლად
პენტაგონი მექსიკის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას ზრდის

მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად პენტაგონი მექსიკის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას ზრდის. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში დამატებით 2 ათას ჯარისკაცს აგზავნის. ამგვარად, მექსიკის საზღვარზე ამერიკელ სამხედროთა რიცხვი 4300-ს გადააჭარბებს.

პენტაგონის ცნობით, ჯარისკაცები ადგილზე 3 თვეს დარჩებიან და მესაზღვრეებს დაეხმარებიან. მიგრანტთა კრიზისი და საზღვარზე კედლის მშენებლობა იქნება დონალდ ტრამპის ყოველწლიური მიმართვის ერთ-ერთი მთავარი თემაც. პრეზიდენტი კონგრესის წინაშე სიტყვით ხვალ წარდგება.

დღის ამბები