16 ივნისი 2024,   03:04
ვრცლად
მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

მოსკოვის ცენტრში მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

შემთხვევა 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მოხდა. დაიწვა ათასამდე კვადრატული მეტრის ფართობი. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს მეხუთე და მეექვსე სართულს შორის ჭერიც ჩაინგრა, შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ორი დაშავებული კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტრომოწყობილობის გაუმართაობა სახელდება. 

დღის ამბები