16 ივნისი 2024,   03:56
ვრცლად
წყალდიდობა ავსტრალიაში - რეგიონებიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს

ავსტრალიის ჩდილოეთ რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვინსლენდში მასშტაბური წყალდიდობაა. მთლიანად დაიტბორა ქალაქი ტაუნსვილი. მაშველები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სავალდებულო ევაკუაციის შესახებ აფრთხილებენ.

ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მდინარე როსის ჯებირი გაეხსნა, რადგან მისი გარღვევის საშიშროება რეალური იყო. წყალდიდობის გარდა ადგილობრივები სხვა პრობლემის წინაშეც აღმოჩნდნენ. დატბორილ დასახლებებში ქვეწარმავლები და ნიანგები მომრავლდნენ.

დღის ამბები