რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზიდან სასულიერო პირი გაიტაცეს. ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მოძღვარი, მამა დავით დურგლიშვილი ე.წ მესაზღვრეებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. დანარჩენებმა კი გაქცევა შეძლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. ეს ოკუპანტების მიერ სასულიერო პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან მოძღვარი ზაფხულში გაიტაცეს.
ეს სასულიერო პირის გატაცების უკვე მეორე შემთხვევაა.