17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია - Freedom house-ის ანგარიში 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. წელს საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია.

გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების კუთხით. გაუარესებულია ასევე ქვეყნისთვის მინიჭებული საერთო ქულაც.

ერთიანი თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს 63-ი ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუარესებას ნიშნავს. დეტალურ ანგარიშს Freedom house უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები