17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ქურდობა თბილისში - გლდანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ქურდები კარის გატეხვის შედეგად შევიდნენ

ქურდობა თბილისში - გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ბინა გაქურდეს. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის არც ერთი წევრი არ იმყოფებოდა. ქურდები სახლში კარის გატეხვის შემდეგ შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები