17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
წერილები კიდევ იქნება დაელოდეთ - დავით თარხან-მოურავის პასუხი მეუფე საბას 

მეუფე საბას მიერ გაკეთებული მწვავე განცხადების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსი“ უკან დახევას არ აპირებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა კრიტიკული განცხადება ამბიონიდან გააკეთა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ, სინოდისთვის გაგზავნილ წერილს „თავხედური ქმედება“ უწოდა.

დავით თარხან მოურავი კი ამბობს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე წერილებს პატრიარქს ისევ გადაუგზავნის და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

თარხან მოურავი დარწმუნებულია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მოქალაქეების უმრავლესობის აზრი გაახმოვანა. პარტიის თავმჯდომარემ რამდენიმე მღვდელმთავარი მათ შორის მეუფე საბაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს მიუღებელია.

„არავის განკვეთა ჩვენ არ მოგვითხოვია. ჩვენ ვთქვით, რომ პეტრე ცაავა არ უნდა იყოს მმართველი მღვდელმთავარი. რაც შეეხება მეუფე საბას და მეუფე გრიგოლს, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკლესია არ არის NGO. ჩვენ კი არ გვგონია ეკლესია პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მეუფე საბას არ ესმის, რომ მისი განცხადებები არ უნდა იყოს პოლიტიკურ ჭრილში. წერილები კიდევ იქნება დაელოდეთ. წერილები, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის,“-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მეუფე საბა  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს საეკლესიო წესებისა და კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. მეუფე საბამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისკენ წმინდა სინოდის სხვა წევრებსაც მოუწოდა. თავად კი გეგმავს რომ ეს საკითხი სინდოზე განსახილველად დააყენოს.

დღის ამბები