17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"ამ დროის მანძილზე არ შეგვხმიანებია არავინ" - საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის პროტესტი გრძელდება 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს საპატრიარქოსთან გაშლილ კარვებში საქმის ადვოკატებიც შეუერთდნენ.

უფლებადამცველები ეთანხმებიან დეკანოზის ოჯახის მთავარ მოთხოვნას მამალაძის გათავისუფლებისა და მისი ზიარების შესახებ.

პროტესტის ნიშნად დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ, თუმცა მათთან შესახვედრად ამ დრომდე არავინ გამოსულა.

„ამ დროის მანძილზე არ შეგვხმიანებია არავინ. დღის სამი საათიდან აქ ვდგავართ ამ სიცივეში. ძალიან სამწუხაროა, რომ სატელეფონო კომუნიკაციაც არ ყოფილა. მე მივწერე საპატრიარქოში, რომ თუ ნაბიჯებს არ გადადგამთ მე ვაპირებ საპროტესტო აქციების დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ მათ ეს ჩემი სმს-ი უყურადღებოდ დატოვეს. ამ პროტესტის გაგრძელებას ვაპირებთ მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება,“-განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები