17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
მთავარი კითხვები არის შს სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ - ეკა ბესელია კადრების გამავრცელებლის ვინაობის დადგენას ითხოვს 

პარლამენტის საგაზაფხულო სესია საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე იწყებს. სავარაუდოა, რომ განცხადებების მთავარი თემა სწორედ გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირება იქნება.

დეპუტატების მხრიდან საუბარი შეეხება, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, ასევე იმ პროტესტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციან სიასთან დაკავშირებით, გუნდში განხეთქილების მიზეზი გახდა.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, როგორც ცნობილია, ოპოზიცია პარლამენტში მთავარი პროკურორისა და სუს-ის უფროსის მისვლას ითხოვს.

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ საქმეს შს სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ იძიებს, ამიტომ ის ითხოვს სწორედ ამ ორი უწყებისგან მიიღოს მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ იყო კადრების გავრცელების პირველწყარო.

„გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა უსაფრთხოების სამსახური და ასევე პროკურატურა, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ასე, რომ მთავარი კითხვები და მთავარი გამოწვევა არის ამ ორი უწყების მიმართ, რომელთაც უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას - ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის მთავარი კითხვა და საჭიროა ამაზე პასუხი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღესვე პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.  

დღის ამბები