17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
დახურული შეხვედრა - "ქართული ოცნების" ოფისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მივიდა 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მმართველ პარტიაში იმყოფება. ის „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა. უცნობია მიმინოშვილის ვიზიტის მიზეზი, რადგან მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი მისვლა განათლების რეფორმას და ზოგადი უნარების გამოცდების შესაძლო გაუქმებას, მიმინოშვილს არ უპასუხია. 

დღის ამბები