23 ნოემბერი 2024,   13:09
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციაში მოკვლევა დაიწყება - მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა 

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში - ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირებული ევროპის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, მან პირობა მიიღო, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემები გადაიჭრება.  

წინააღმდეგ შემთხვევაში ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს დატოვებასა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას აპირებს. გადაწყვეტილებასა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე მან პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი და მიდგომებია შესაცვლელი. მისივე განცხადებით, სამინისტროსთან ერთად ჭიდაობის ფედერაციაში მოკვლევა დაიწყება.

„ალბათ, უკვე გამოვიყენებ ჩვენს ფუნქციას ზედამხედველობის თვალსაზრისით. ვეცდებით, რომ დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია,“-განაცხადა ყაველაშვილმა

ზურაბ დათუნაშვილი კი ამბობს, რომ მან ყაველაშვილს მისი და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ უამბო და მიიღო, პირობა, რომ ფედერაციაში ეს პრობლემები აღარ იქნება.

„გარანტია მივიღე, რომ რაც სიბინძურეები ხდებოდა აღარ მოხდება ფედერაციაში,“-ამბობს დათუნაშვილი.

დღის ამბები