17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
სროლა თამარაშვილის ქუჩაზე - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი 

სროლა თბილისის ცენტრში - თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. თამარაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა გაიგეს ათამდე გასროლის ხმა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში მყოფებს მამაკაცმა, რომლის მისამართითაც ისროდნენ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. 

თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილიდან კერძო მანქანით გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. 

დღის ამბები