16 ივნისი 2024,   06:07
ვრცლად
ვატიკანი ვენესუელის კრიზისის მოსაგვარებლად მედიატორის როლის შესრულებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

ვატიკანი მზად არის ვენესუელის კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს. განცხადება რომის პაპმა გააკეთა, თუმცა საკუთარი პირობებიც დაასახელა. მედიატორის როლს პონტიფიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ ამას ორივე დაპირისპირებული მხარე მოითხოვს.

ნიკოლას მადურომ რომის პაპს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ოპოზიციასთან დიალოგის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა. ხუან გუადოს ვატიკანისთვის ჯერ არ მიუმართავს. დახმარებას ოპოზიციის ლიდერი იმ ათობით ქვეყნებისგან და უმსხვილესი ორგანიზაციებისგან ელოდება, რომლებმაც ის ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აღიარეს.

ოპოზიციის გათვლებით, 300 ათასი ვენესუელელი შიმშილისა და მედიკამენტების უკმარისობის გამო სიკვდილის პირასაა. ხუან გუადომ არმიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა

დღის ამბები