16 ივნისი 2024,   02:46
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პირობა დადო

დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა.

მისი მიმართვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორივე პალატის წინაშე საათი და 20 წუთი საუბრობდა ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხებზე. მან კანონმდებლებს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკელებმა შურისძიებისა და ანგარიშსწორების პოლიტიკაზე უარი უნდა თქვან. დონალდ ტრამპი მალერის კომისიის გამოძიებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სასაცილო და პარტიული გამოძიებები ქვეყნის აღმავლობას აზიანებს.

პრეზიდენტმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პირობა დადო და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის თარიღიც დაასახელა.

დონლად ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი ვიეტნამში, 27-28 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები