16 ივნისი 2024,   03:07
ვრცლად
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე გაიმართება

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია წამყვანის გარეშე გაიმართება.

ამერიკულმა კინოაკადემიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 30 წლის არსებობის ისტორიაში პირველად ღონისძიების ფორმატი შეცვალა.

ინფორმაცია ტელეკომპანია ABC-ის დირექტორმაც დაადასტურა. კერი ბიორკის განცხადებით გადაწყვეტილება პროდიუსერებმა მიიღეს. ოფიციალური წამყვანის როლს კინოვარსკვლავები შეითავსებენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ამერიკული კინოაკადემიის რჩეულებს და გამარჯვებულებს სცენაზე მათივე კოლეგები წარადგენენ.

წამყვანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კევინ ჰარტი სკანდალის გამო იძულებული გახდა დაკისრებულ როლზე უარი ეთქვა. კომიკოსი მსახიობი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები