17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ახალი დეტალები ია კერზაიას საქმეში - სკოლის გარდაცვლილი დირექოტრის შვილი, კიდევ ერთ დამნაშავეს ასახელებს

ახალი დეტალები ია კერზაიას საქმეში - ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარ ტრაგედიაში კიდევ ერთ დამნაშავეს - ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ასახელებს.  ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, კახაბერ ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

"იბარებდა თავისთან კაბინეტში სკოლის დირექტორებს და პირდაპირ ავალებდა რომ პარტიული საქმიანობა ეხორციელებინათ და აგიტაცია-პროპაგანდა ეწარმოებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა,"-აცხადებს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ სწორედ კახაბერ ფარცვანიას ეკისრება მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა და აპირებს შესაბამისი საჩივარი პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანოს.

„პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას, ჩვენ ალტერნატიული საშუალებებით ვცდილობთ გამოვავლინოთ ყველა ის ირის ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საზარელი დანაშაულის ჩადენაში.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, არის ის რომ უკვე იკვეთება საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია, რომელიც დიდი ალბათობით ჩართული იყო  ამ დანაშაულებრივ  სქემაში, ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ სახალხო დამცველს და ვაცნობებთ გენერალურ პროკურატურას“-ამბობს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

დღის ამბები