17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
როგორ იხარჯება ბიუჯეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტებმა საკითხის შესასწავლად აუდიტის სამსახურს მიმართეს

როგორ იხარჯება ბიუჯეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ილიაუნის ფინანსებით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს თხოვენ სტუდენტები - შესაბამისი განცხადება მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და განათლების სამინისტროს უკვე გადაუგზავნეს. დაწყებულია ხელმოწერების შეგროვებაც, რათა სასწავლებელში აღდგეს ბიზნეს სკოლა. ამ მოთხოვნის შესრულებამდე კი სტუდენტები აქციების გაგრძელებას აპირებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ბიზნეს სკოლის გაუქმების გადაწყვეტილება, უნივერსიტეტში ისე მიიღეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დღის ამბები