17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
შესაძლო ფიზიკური თავდასხმა ახალწვეულზე - კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას სამხედრო პოლიცია იძიებს

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას სამხედრო პოლიცია იძიებს. ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს ჯერჯერობით უცნობია.

კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი არ სურთ კრწანისის ბაზაზე მყოფ სამხედროებს. ისინი ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების შესახებ არაფერი იციან.

„ალგეთშიც არიან მივლინებული ჯარისკაცები იქ თუ რამე მოხდა არ ვიცი... აქ ბაზაზე არანაირი ჩხუბი არ მომხდარა,“-ამბობენ სასწავლო ბაზაზე.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კი ახალწვეულებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარელებულის მკტიცებით კი, მას სცემეს. ის ამ დროისთვის გორის ჰოსპოტალში იმყოფება.

დღის ამბები