17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
21 წლის სამხედროსთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სავარაუდო ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას სახალხო დამცველი სწავლობს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ომბუდსმენის აპარატში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სამხედრო პირების უფლებების დარღვევისა და მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს სწავლობს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მისი აპარატის წარმომადგენლები შეხვდებიან დაზარალებულს და შეისწავლიან საქმის ვითარებას.

„ინფორმაცია გვაქვს. როგორც იცით სახალხო დამცველს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სწავლობს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის ფიზიკური დაზიანებების შემთხვევაშიც. ჩვენ ინფორმირებული ვართ, ვაპირებთ დავიწყოთ შესწავლა, მოვინახულოთ დაზარალებული პირები და შევისწავლოთ ეს საქმე,“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს ჯერ ჯერობით უცნობია.

დღის ამბები