17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
"ჩემთან ვერც მოხდება მათი ლობირება," - ჩუგოშვილი უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებზე საუბრობს

ულტიმატუმების ახალი სერია მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იმ წითელ ხაზებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა მას „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინოს. თამარ ჩუგოშვილი სასამართლო რეფორმას ითხოვს, თუმცა კითხვას, აპირებს თუ არა გუნდიდან წასვლას, ჩუგოშვილი ასე პასუხობს:

„ძალიან გინდათ, რომ მე გუნდიდან წავიდე? გასაგებია, შეიძლება თქვენ ძალიან მონდომებული ხართ, რომ გუნდიდან წავიდე, მაგრამ მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი. წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. ჩემთან ვერც მოხდება მათი ლობირება, რადგან ჩემი დამოკიდებულება ძალიან მკაფიო არის,“-ამბობს თამარ ცუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილმა განცხადება გუშინ „TV პირველის“ ეთერში  გააკეთა. მისი თქმით, ის სადავო ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა პოლიტიკაში საკუთარი თავი ვეღარც დაინახოს.

დღის ამბები