19 დეკემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ველისციხის ინციდენტი - გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოება შეწყვიტა, გიორგი ვაშაძეს კი ჯარიმა დააკისრა 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მისამართით ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, თუმცა სამართალდამრღვევად სცნო გიორგი ვაშაძე და მას 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოსამართლე დევი დევიძემ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ვიდეომტკიცებულების შესაბამისად, ნიკა მელიას პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გაერთიანებული ოპოზციის ლიდერებს ბრალდების მხარე 16 დეკემბერს, ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მიმდინარეობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთან, ხოლო დაცვის მხარე კი გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

დღის ამბები